ცნობილია რას ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად 2025 წელს
1766934230
მეცნიერების მტკიცებით, უკვე განვითარებული ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაშიც კი ტვინს შეუძლია სტრუქტურისა და ფუნქციების აღდგენა, ასეთი შედეგი ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა. კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Cell Reports Medicine (CRM), მეცნიერებმა მძიმე ფორმის ალცჰაიმერის მქონე თაგვებში ტვინში ენერგეტიკული ცვლის კორექციის შემდეგ. კოგნიტიური ფუნქციების სრული აღდგენა დააფიქსირეს.
კვლევის საკვანძო ფაქტორი აღმოჩნდა მოლეკულა NAD+ - უჯრედული ენერგეტიკული მეტაბოლიზმის უნივერსალური მონაწილე. ავტორებმა დაადგინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში NAD+ -ის დონე მკვეთრად მცირდება, და ეს შემცირება უფრო ძლიერია, ვიდრე ნორმალური დაბერებისას. შედეგად ირღვევა ნეირონების მუშაობა, ვითარდება ანთება, ზიანდება სისხლძარღვები და გროვდება პათოლოგიური ცილები, ამილოიდი და ტაუ.
მკვლევრებმა გამოცადეს პრეპარატი P7C3-A20, რომელიც NAD+-ის დონეს ნორმაზე მაღლა არ ზრდის, არამედ ეხმარება უჯრედებს მისი ფიზიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. ამის შედეგად, უკვე გამოხატული სიმპტომების მქონე თაგვებში:
ტაუ-ცილის პათოლოგიური დონე ნორმას დაუბრუნდა;
აღდგა ნეირონული კავშირები;
გაქრა კოგნიტიური დარღვევები - მეხსიერებისა და სწავლის უნარები ნორმალურ მაჩვენებლებს დაუბრუნდა.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ კლინიკურ მოდელებზე და ადამიანებში ეფექტიანობის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეს კვლევა ცვლის თავად ალცჰაიმერის დაავადების აღქმას: შესაძლოა, იგი არა მხოლოდ შენელებადი, არამედ პოტენციურად განკურნებადიც იყოს, თუ ტვინის ენერგეტიკული ბალანსის აღდგენა გახდება შესაძლებელი.