როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ შემდეგ
1767815786
მულტფილმ „ზოოტოპიას“ მეორე ნაწილი Walt Disney Animation-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ანიმაცია გახდა.
Variety-ს ცნობით, სურათმა გაქირავებაში 1,49 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი მულტფილმმა ჩინეთში დააგროვა, ხოლო 333 მილიონი დოლარი აშშ-ში. „ზოოტოპია 2“-მა 400 მილიონი დოლარით გადაასწრო ანიმაციური ფილმების წინა ლიდერს - „გაყინული 2“-ს.
„ზოოტოპია 2“-ის გარდა, 2025 წელს გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტის დაგროვება მხოლოდ ორმა მულტფილმმა შეძლო. ესენია: „ლილო და სტიჩის“ ლაივ-ექშენ ადაპტაცია ($1,03 მლრდ) და ჩინური ანიმაციური ფილმი „ნე ჟა ამარცხებს დრაკონების მეფეს“ ($2,2 მლრდ).
„ზოოტოპიის“ გაგრძელებაში ბოცვერი ჯუდი ჰოპსი და მელა ნიკ უაილდი კვლავ ერთიანდებიან, რათა ამოხსნან რეპტილიების საიდუმლო, რომელმაც შესაძლოა ზოოტოპიაში ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.