1778400878
ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ქეთის მამას გავშორდი, ამას ვერ ვინელებ - ნანა ლორთქიფანიძე
მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე იღბლიანი ადამიანია და ამას თავადაც აღიარებს. გაიზარდა ყველასთვის ცნობილ ოჯახში, სითბოსა და სიყვარულში. მამის, გიგა ლორთქიფანიძის დარიგებებს დღესაც ითვალისწინებს და დედის, უნიჭიერესი და ულამაზესი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის ოჯახურ ტრადიციასაც აგრძელებს.
„თბილისელებთან“ იგი განვლილი ცხოვრების შესახებ საუბრობს.
მეორედ დაქორწინება რა ასაკში გადაწყვიტეთ?
– 29 წლის ვიყავი, როცა მეორედ გავთხოვდი, ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და გავშორდით. შემდეგ იყო მესამე ქორწინება, 42 წლის ასაკში და მასაც დავშორდი. ახლა ქმარი არ მყავს. ზოგადად, სულ ვამბობ, სიყვარულის თემას გააზრებები და სიჭკვიანე არ ჰყოფნის, მამა ამბობდა: გინდა, პროფესორი იყავი და გინდა, აკადემიკოსი, ქალის ჭკუა მაინც თხამ შეჭამაო (იცინის). რომ მკითხოთ, პირად ცხოვრებაში ვნანობ თუ არა რაღაცებს, გიპასუხებთ, რომ რასაკვირველია, ვნანობ. ერთადერთი, ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ მე ქეთის მამას გავშორდი, ამას ვერ ვინელებ. ცოტა უფრო დიდი გოგო რომ ვყოფილიყავი, იქნებ ეს შეცდომა არ დამეშვა.










