„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
თეონა კბილაშვილი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც ამერიკაში საქმიანობს. ის ახლა „Miss Grand International 2025“-ის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, თუმცა აქამდეც, მონდომების, სწავლისა და შრომისმოყვარეობის დამსახურებით, უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თეონა „მის ნიუ-იორკის“ ტიტულისთვის იბრძოდა.
როგორც ის ამბობს, სამოდელო კარიერა 2019 წელს დაიწყო: „გავიარე უამრავი ქასთინგი, საიდანაც რამდენიმე დიზაინერმა ამირჩია. დასაწყისისთვის პატარა შოუებში მონაწილეობას ვთანხმდებოდი. ნელ-ნელა გამიცნო ხალხმა (მოგეხსენებათ, ყველა სფეროს თავისი შიდა წრე ჰყავს) და მეც უფრო ღრმად გავეცანი ყველაფერს. დროთა განმავლობაში დავიხვეწე და მეტი შემოთავაზება მომდიოდა დიზაინერებისგან, დიდ, მასშტაბურ შოუებზე წარსადგენად. იმავდროულად, ჩემით დაინტერესდნენ ფოტოგრაფები და უამრავი ფოტოსესია მქონდა. ყველა ფოტოსესიიდან და შოუდან მოტივირებული ვბრუნდებოდი. მეუბნებოდნენ, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი და შევძლებდი მეტი წარმატებისთვის მიმეღწია. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გადავწყვიტე, გამევლო კოკო როჩას სამოდელო სკოლა – Coco rocha model camp. ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული. ვისწავლე უამრავი ხრიკი, თუ როგორ წარმედგინა თავი და უკეთესად მემუშავა კამერებთან. ვთანამშრომლობ უამრავ დიზაინერთან, მაქვს უამრავი ფეშენ-შოუ და ფოტოსესია.“ - განაცხადა თეონამ.
View this post on Instagram
„სილამაზის კონკურსი ჩემთვის მხოლოდ კონკურსი არ არის; ეს არის ამბის მოყოლა... ეს არის შენი კულტურის, შენი სირთულეებისა და შენი ხედვის გაჟღერება სცენიდან. მინდა, რომ ყველა გოგონამ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, დაინახოს, რომ საზღვრები არ არსებობს.“ - ამბობს თეონა.
Miss Grand Georgia 2025-ზე თეონას საგულშემატკივროდ საჭიროა კონკურსის ოფიციალურ გვერდზე ქართველი გულშემატკივრების აქტიურობა. (ერთ პირს შეუძლია 10-მდე კომენტარის დაწერა და გაზიარება, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება).
View this post on Instagram
View this post on Instagram