VIDEO: „ყველა ქალისთვის ჩემი ისტორია მინდა იყოს მაგალითი... როგორ არ გაბოროტდე, როგორ აპატიო ადამიანებს, რომლებმაც გატკინეს…“ – მარიამ შარმანაშვილი

mariam

იტალიელი დირიჟორის კარლო პონტის ქართველი მეუღლე მარიამ შარმანაშვილი გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

მარიამი „ინსტაგრამზე“ გადაცემიდან მცირე მონაკვეთს გვიზიარებს და წერს, რომ სურს მისი ისტორია იყოს სამაგალითო ყველა ქალისთვის, რომ ყველაფრის მიუხედავად შეძლონ და იპოვონ ბედნიერების გასაღები.

„ყველა ქალისთვის ჩემი ისტორია მინდა იყოს მაგალითი… მაგალითი გადარჩენის, მაგალითი როგორ არ გაბოროტდე მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა, როგორ იპოვო ხელახლა და შეიყვარო საკუთარი თავი, თუ როგორ აპატიო ადამიანებს, რომლებსაც გატკინეს, მაგალითი მადლიერების რაციონის მთავარი გასაღებები, რომლებიც ბედნიერების მთავარი გასაღები მგონია..“, – წერს მარიამი.