VIDEO: „ბრავო! საუკეთესოები ხართ“ - გეგი კიკაბიძემ და გიორგი ცაავამ საქართველოს ნაკრებს სიმღერა მიუძღვნეს

საქართველო

გადაცემას „იმედის დილა“ გეგი კიკაბიძე, გიორგი ცაავა და ბენდი სტუმრობდნენ, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლუქსემბურგთან გამარჯვების შემდეგ დაწერილი სიმღერა „საქართველოსთვის“ პირდაპირ ეთერში შეასრულეს.

ემოციურმა შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს ათასობით ნახვა და ასობით მოწონება აქვს.

„ბრავოო ბიჭებო  ️  “, – წერენ სოციალურ ქსელში.