მინიშნებები, რომლითაც მიხვდებით, რომ დაშორების დროა - რჩევა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დაშორება ზოდიაქო

ვერძი – როდესაც ყველაფერი კონკურენცია ხდება

ვერძებს უყვართ გამოწვევები. გახსოვთ როგორი მიმზიდველი იყო, როდესაც თქვენი გულის დაპყრობას ცდილობდა? ახლა კი გამუდმებით „იბრძვით“ რომელი ფილმი უნდა ნახოთ და რომელ კაფეში წახვიდეთ. დიახ, როდესაც ვერძი თქვენთან კონკურენციას დაიწყებს და ისე მოგექცევათ, როგორც მეტოქეს, დაშორების დრო დგება.

კურო – როდესაც აღარ არის აღფრთოვანებული

კუროები, ძირითადად, მშვიდი და მოსიყვარულე ხალხია, რომელთან ჩახუტებაც სასიყვარულო ენაა. მაგრამ თუ თქვენი კურო აღარ არის თქვენთან ჩახუტებით აღფრთოვანებული და თქვენს მიმართაც დაკარგა ნაზი გრძნობების გამოხატვის უნარი, მაშინ დროა აღიაროთ, რომ ახლა, დაშორების დროა.

ტყუპები – როდესაც ის ჩუმდება

ტყუპებს უყვართ ყველაფერზე საუბარი, იქნება ეს უინტერესო ჭორები თუ ბავშვობის მხიარული მოგონებები; ამინდი თუ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. თუ თქვენმა ტყუპმა კომუნიკაცია უბრალოდ შეწყვიტა და საათობით საუბარი „ყველაფერზე და არაფერზე“ უკვე მოგონებად გადაიქცა, დროა ფაქტს თვალი გაუსწოროთ და ურთიერთობა დაასრულოთ.

კირჩხიბი – როდესაც ემოციურ მხარდაჭერას სხვისგან იღებენ

კირჩხიბებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი კავშირის ქვაკუთხედი, ემოციური მხარდაჭერაა. ურთიერთობაში მათ სურთ გაგიზიარონ ყველა გრძნობა და მოისმინონ თქვენი გულის ნადებიც. როგორც კი ის შეწყვიტავს ემოციებისა და გრძნობების გამომჟღავნებას, ესაა ნიშანი, რომ თქვენ აღარ ხართ მათი ადამიანი. ეს ურთიერთობა კი უკვე დასრულებულია.

ლომი – როდესაც თქვენი სექსუალური ცხოვრება დასრულდება

ლომები რომანტიკული და სენსუალური ნიშანია. სექსი მათთვის არის შესაძლებლობა იგრძნონ, რომ ისინი თქვენი სამყაროს ცენტრები არიან. თუ მათ აღარ აინტერესებთ თქვენთან სექსი, ეს ნიშნავს, რომ მათ აღარც თქვენი პიროვნება აღარ აინტერესებს. ეს კი დასასრულის დასაწყისია.

ქალწული – როდესაც აღარ გეგმავენ თქვენს მომავალს

ქალწულებს უყვართ გეგმები: ისინი გამუდმებით ფიქრობენ და გეგმავენ, შემდეგ ბრუნდებიან და ყველაფრს გადასინჯავენ, თანაც სამჯერ. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ისინი დიდხანს ფიქრობენ. ისინი გეგმავენ სად ივახშმებთ მომდევნო სამშაბათს, რას დაათვალიერებთ პანდემიის დასრულებისთანავე და რას შეიძენთ მომდევნო ხელფასზე. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ქალწული თქვენთვის გეგმების დასახვას შეწყვეტს, დადგება დრო ეს ურთიერთობა დაასრულოთ. ნახეთ სრულად