VIDEO:  „ამ პატარა გოგომ უკვე ალაპარაკა მუსიკალური წრეები, დიდი იტალიელი ბანის აღფრთოვანებაც დაიმსახურა“ – ვის შესახებ წერს თამარ ივერი

თამარ ივერი

„ეს პატარა 19 წლის გოგო, რომელიც ჯერ მხოლოდ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისშია და ახლა აბარებს კონსერვატორიაში, უკვე აალაპარაკა მუსიკალური წრეები” – ამის შესახებ ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს.

ოპერის მომღერალი თავის გამომწერებს მარიამ გადილიას ვიდეოს უზიარებს და ამბობს, რომ ეს გოგონა დიდ სიტყვას იტყვის საოპერო სამყაროში:

„ეს პატარა 19 წლის გოგო, რომელიც ჯერ მხოლოდ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისშია და ახლა აბარებს კონსერვატორიაში….უკვე აალაპარაკა მუსიკალური წრეები, დიდი იტალიელი ბანის რობერტო სკანდიუცის აღფრთოვანებაც დაიმსახურა და რამდენიმე წელიწადში… დიდ სიტყვას იტყვის საოპერო სამყაროში

წარმატებები ვუსურვოთ  მარიამ გადილიას“ – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.