1749042430
"წონაშიც დაიკლო, ძალიან უჭირს, მაგრამ როგორც კი სასიამოვნო გარემოში ამოჩნდება..." - რატომ გადადო ამერიკაში გამგზავრება გია სურამელაშვილმა

გია სურამელაშვილს სიცხე არ უყვარს; მეტიც, ზაფხულში ყოვლად არა პროდუქტიული და უმოქმედოა. სიცხის აუტანლობამ მომღერალს ვიდეოც ჩააწერინა, სანამ არ აგრილდება, არავინ დამირეკოს, ყველამ დამივიწყეთო.
როგორც „პრაიმტაიმთან“ მომღერლის მენეჯერი, ესმა ჩხაიძე ამბობს, გაუსაძლისი სიცხის გამო, გიამ დიდი ხნის დაგეგმილი ამერიკული მოგზაურობაც გადადო.
ესმა ჩხაიძე: ამერიკაში უნდა წასულიყო, დიდი ხნის წინ დაგეგმა, მაგრამ სიცხის გამო ვოიაჟი გადადო. საშოფინგოდ უნდოდა წასვლა, მაგრამ შემოდგომისკენ გადასწია. ამერიკაშიც გაუსაძლისი სიცხეებია და ვერაფრით წავიდოდა.
გიასთვის ზაფხული კატასტროფაა. გარეთ არ გადის, თუ უწევს, კოშმარია. ძირითადად, სახლშია, კონდიციონერის ქვეშ. გია და ზაფხული შორს არიან. ზამთარი და სიგრილე უყვარს.
ზაფხულს მეგობრების აგარაკებზე, გრილ ადგილებში ატარებს, სადაც აუზი და შედარებით, ზომიერი კლიმატია. ხან საგურამოში, ხან - მცხეთაში, ხანაც - კოჯორში... მერე, საღამოობით მიდის ქეიფი და ამბავი.
ხვალ. ქუთაისში აქვს კონცერტი. ძალიან უჭირს, მაგრამ როგორც კი თავს მისთვის სასიამოვნო გარემოში მოიხელთებს, მერე ავიწყდება, რომ ცხელა და ხალისობს.
ისე მცხელა, ჭამის თავიც არ მაქვსო, ამბობს და მხოლოდ ცივ ყავაზეა გადასული. წონაშიც დაიკლო და გვიხარია. მოკლედ, ზაფხულში გიას დიეტაა ცივი ყავა.
ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "ბოლოს არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები", ყველა დეტალით..." - ლეგენდარულ ომარ მხეიძის უკანასკნელ დღეებზე შვილიშვილი გვიყვება