14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
მუსიკოსსა და ავტორ-შემსრულებელს, მამუკა ჩარკვიანს, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 20 აგვისტოს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში მეგობარი, მომღერალი ხათუნა ჭავჭანიძე სტატუსს უძღვნის.
ხათუნა ჭავჭანიძე არქივიდან მამუკა ჩარკვიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„ვიხსენებ ლამაზ დღეებს, მამუკა. შენი სახლი უშენოდ ძალიან გაუსაძლისი აღმოჩნდა დღეს. შენი ხუმრობის და სიმღერის გარეშე. ბევრი ხალხი და ამ დროს დიდი სიცარიელე“, – წერს ხათუნა ჭავჭანიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მამუკა ჩარკვიანი 24 აგვისტოს დაკრძალეს. მუსიკოსი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.