შარლიზ ტერონი ჯეფ ბეზოსსა და მის ცოლს აკრიტიკებს

ტერონი და ბეზოსი

 შარლიზ ტერონმა თავის მეხუთე ყოველწლიური უბნის წვეულება გახსნა შაბათს საღამოს Universal Studios-ის ტერიტორიაზე. ღონისძიება ეძღვნებოდა მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას Charlize Theron Africa Outreach Project, რომელიც აფრიკელი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უჭერს მხარს.

ღონისძიების დაწყებისას ტერონმა ხუმრობით განაცხადა, თუ რას ფიქრობდა ჯეფ ბეზოსსა და მის მსგავსებზე: „მგონი ერთადერთები ვართ, ვინც ბეზოსის ქორწილზე მოსაწვევი არ მიიღო," - უთხრა მან დამსწრეებს - „მაგრამ არაუშავს, იმიტომ რომ ისინი გოიმები არიან და ჩვენ - მაგარი ტიპები.“

მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა ამ ერთი სიტყვით დაახასიათა Amazon-ის დამფუძნებელი და მისი მდიდრული ქორწილის სტუმრები ვენეციაში, მან მადლობა გადაუხადა თავის აუდიტორიას:

„განსაკუთრებული მადლობა იმათ, ვინც მოიცალა და აქ მოვიდა, როცა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი მსოფლიო იწვის - იმიტომ, რომ მართლა იწვის.“