„რაღაც ახალი...“ - კესო ბერუაშვილის ახალმა ფოტოებმა გამომწერები აალაპარაკა

ბერუაშვილი

კესო ბერუაშვილი „პრაიმჰაუსის“ პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ღამის პრაიმ ტაიმთან“ ერთ-ერთ საუბარში თქვა, რომ მისთვის წარმატებული და შემდგარი მამაკაცებია მხოლოდ მომხიბვლელი და პაემანზე სხვას არ გაჰყვება.

„ფულის გამო მამაკაცთან არასდროს მაქვს ურთიერთობა. ჩემთვის ფულიანი, წარმატებული, შემდგარი მამაკაცების საზოგადოება არის ნორმალური. ვიცი, რა სოციუმში უნდა ვიყო. მამაკაცი რომ მირეკავს და პაემანს მინიშნავს, მასაც ხომ აქვს სტანდარტი? მახინჯი რომ ვიყო, ხომ არ შემხვდებოდა? მას მოსწონს ჩემნაირი ქალები, ისევე, როგორც მე მომწონს მისი მსგავსი მამაკაცები, წარმატებული და შემდგარი. შემდგარი მამაკაცი არის ის, რომელსაც აქვს მიღწევები და არის ფინანსურად სტაბილური…“

ცოტა ხნის წინ, კესომ instagram-გვერდზე ბეჭდის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: „რაღაც ახალი“, რამაც გამომწერები აალაპარაკა, ნაწილი ფიქრობს, რომ კესი დაინიშნა. 

 

ნახეთ, ფოტოები: