ქმრის ახირების გამო, ქალმა წელი 33 სმ-მდე დაიწვრილა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა - ფოტოები

ეთელ გრეინჯერი

ეთელ გრეინჯერი ინგლისიდან, მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, როგორც XX საუკუნის ყველაზე წვრილი წელის მქონე ქალი. მისი წელი სულ რაღაც 33 სმ იყო! ამ მდგომარეობამდე იგი ქმრის ფანტაზიებმა და ფეტიშებმა მიიყვანა, რომელიც წვრილი წელით იყო შეპყრობილი.

მეუღლის გულის მოსაგებად, ეთელს მთელი ცხოვრების განმავლობაში კორსეტი არ გაუხდია.

ეთელ გრეინჯერის ახალგაზრდობამ გაიარა 1920-იან წლებში, როდესაც მოდაში იყო უფორმო კაბები, ხოლო ქალები მოკლე თმით ცოტათი ბიჭებს ჰგავდნენ. ეთხელი სრულიად ჩვეულებრივი გოგონა იყო, სანამ 1928 წელს ასტრონომ უილიამ არნოლდ გრეინჯერზე არ დაქორწინდა. 

ერთხელ, როცა ცოლს ეხუტებოდა, უილიამმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი წელი კორსეტში ეგრძნო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეთელმა დაიწყო ნაკლები ჭამა და კორსეტის მჭიდროდ მორგება. მეუღლე ამით ისე აღფრთოვანდა, რომ შესთავაზა კორსეტი 24 საათის განმავლობაში არ მოეხსნა. ხანგრძლივი თხოვნის შემდეგ ეთელი დათანხმდა კორსეტით დაძინებას. რამდენიმე წლის შემდეგ ეთელ გრეინჯერის წელი 58-დან 33 სმ-მდე შემცირდა და ქალი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

როდესაც ეთელი ქმრის თხოვნას დათანხმდა და კორსეტის ტარება დაიწყო, უილიამს ახალი ფანტაზიები გაუჩნდა. ცოლს მოუწია შეუსაბამოდ მაღალი ქუსლების ტარება და ყურების რამდენიმე ადგილას გახვრეტა. მას რამდენიმე წყვილი საყურე ეკეთა.

ბოლოს, „მშვენიერი“ იმიჯისთვის, ქმარმა ეთელს ცხვირი გაუხვრიტა. ამ პროცედურის დროს ცოლს თვალები აუხვია და ვერცხლის ნემსით გაუხვრიტა ძგიდე ნესტოებს შორის. ნესტოებთან იგივე გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე მოხდა, სანამ პირსინგი ახალგაზრდებში პოპულარული გახდებოდა.

სხეულზე არაბუნებრივი მანიპულაციების მიუხედავად, ეთელ გრეინჯერმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა. ის 1982 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2011 წელს ჟურნალმა Vogue Italia გამოაქვეყნა ფოტოსესია „ეთელ გრეინჯერის სტილში“. გროტესკულმა ფოტოებმა არაბუნებრივი წელით არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია თანამედროვე მოქალაქეებში.