ქენდალ ჯენერმა შვილის გაჩენის დამაბრკოლებელ გარემოებებზე ღიად ისაუბრა

ქენდალ ჯენერი

"კარდაშიანების" ახალ ეპიზოდში კენდალ ჯენერმა შვილების ყოლის სურვილზე და ამის დამაბრკოლებელ მიზეზებზე გულწრფელად ისაუბრა.

სკოტ დისიკთან დიალოგში მოდელმა აღნიშნა, რომ მას შფოთვები აწუხებს, რის გამოც შვილის გაჩენის ეშინია. ის შიშობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, რის გამოც ის ბავშვის ყოლისგან თავს იკავებს.

კენდალს შფოთვები ადრეული ასაკიდანვე აწუხებს. ის იხსენებს, თუ როგორ დაჰყავდა დედას ექიმებთან, რათა გამომწვევი მიზეზები დაედგინა. მოდელი აღნიშნავს, რომ დღეს ადამიანები ასეთ საკითხებს უფრო ღიად განიხილავენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სულ რაღაც რვა წლის იყო.

შეგახსენებთ, რომ კენდალი კარდაშიანების ოჯახიდან ერთადერთია, რომელსაც ჯერ შვილები არ ჰყავს. ახალგაზრდა ქალს წარსულში შვილების გაჩენა სურდა და ამ მომენტს მოუთმენლად ელოდა, თუმცა, არასწორი დროის გამო მან თავი შეიკავა. მისი თქმით, როდესაც შვილის გაჩენას გადაწყვეტს, ის ლოს-ანჯელესიდან სხვა ქალაქში გადავა საცხოვრებლად.

ამ საკითხზე მოდელი დედას, კრის ჯენერსაც ესაუბრა და უთხრა, რომ არ იცის არის თუ არა დედობისთვის მზად.

"ჯერ კიდევ ბევრი რამე მაქვს გასარკვევი, სანამ შვილს გავაჩენ. მე მაინც ვტკბები დამოუკიდებელი ცხოვრებით და კარგად ვგრძნობ თავს." - აღნიშნა კენდალმა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: აშერმა კონცერტზე მსახიობ ჯესიკა ალბას სერენადა მიუძღვნა

„არც სიმპათიური ხარ, არც ძლიერი, უბრალოდ...“ - ყველაზე უცნაური მიზეზები, რომელთა გამოც მსახიობები საკულტო ფილმების მთავარ როლებზე დაამტკიცეს

ანჯელინა ჯოლის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აღაშფოთა