ქეით მიდლტონმა მნიშვნელოვანი ღონისძიება ისევ გამოტოვა - ბოლო ცნობები პრინცესას ჯანმრთელობის შესახებ

ქეით მიდლტონი

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი გამოტოვებს Royal Out-Sourching Inc-ის პოლოს ტურნირს, სადაც მისი მეუღლე, პრინცი უილიამი  იასპარეზებს. ამის შესახებ Daily Express კენსინგტონის სასახლეზე დაყრდნობით წერს. ქეითი ტურნირს ქიმიოთერაპიის დაგეგმილი კურსის გამო ვერ დაესწრება.

მიდლტონი, როგორც წესი, საქველმოქმედო პოლოს მატჩის ერთ-ერთი მაყურებელია.

„კენსინგტონის სასახლემ დაადასტურა, რომ უელსის პრინცესა არ შეუერთდება მას დღევანდელ ღონისძიებაზე, რადგან ის აგრძელებს ქიმიოთერაპიას კიბოს უცნობი ფორმისთვის", - წერს გაზეთი.