ქეით მიდლტონი ქერათმიანი გახდა – ნახეთ, უელსის პრინცესას ახალი იმიჯი

ქეით

უელსის პრინცესა, რომელსაც მთელი მსოფლიო შავი თმის ფერით იცნობს, ბუნების ისტორიის მუზეუმის განახლებული ბაღების გახსნაზე განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა.

43 წლის პრინცესამ თეთრი პერანგი, პიჯაკი და მუქი ლურჯი შარვალი მოირგო, თუმცა მთავარი ყურადღება მისმა ახალმა, ტალღოვანმა ვარცხნილობამ მიიპყრო, მას თმა აქამდე არსებულზე ბევრად ღია ფერის ჰქონდა.

სილამაზის ექსპერტების შეფასებით, პრინცესას ახალი იმიჯი „უბრალო ქერა“ არაა, ის უფრო მონაცრისფრო-ყავისფერი პალიტრაა, საშუალო ტონებით, რომელიც დღითიდღე უფრო ტრენდული ხდება.