„ქართველ ქალებს ეს მენტალიტეტი აქვთ, რომ ყოფილი არის მტერი, დაგიშავა და უნდა იყო ცუდად“ – თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე

თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია პოდკასტს yourvoice.pod ესტუმრა. წამყვანის ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა იმას, თუ როგორ ინარჩუნებს მომღერალი ყოფილ მეუღლესთან, მეგობრულ ურთიერთობას

„როცა ორ ადამიანს გვაყთ საერთო შვილი და ურთიერთობის დასრულებიდან გასულია 15 წელი…ძალიან ხშირად ქართველ ქალებს ეს მენტალიტეტი აქვთ, რომ ყოფილი არის მტერი, დაგიშავა და უნდა იყო ცუდად, მე მიტყდება ეგეთი შეხედულება. მგონია, რომ ადამიანისგან თუ რაღაც გწყინს რაიმე გრძნობა გაქვს დარჩენილი. თუ რაღაც გრძნობა არ გაქვს დარჩენილი ის შენთვის მარტივად მისაღებია.

ჩემი შვილის მამაა, ძალიან კარგი მამაა, მე მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს და რატო შეიძლება, რომ რაიმე ცუდი ურთიერთობა მქონდეს მის მიმართ? რაც იყო, იყო, ყველაფერი ნაპატიები და გაშვებულია. ის, რომ რაღაც ბრაზი მქონდეს მის მიმართ, ერთხელ ვცხოვრობთ ადამიანები და არ შეიძლება გულში ჩაიდო ნეგატივი,“ -აღნიშნა თიკამ.