1777391077
„პატარა გოგო ხომ არ ვარ, მინდა ახალგაზრდა დავრჩე და ვიხულიგნო… პლასტიკური ოპერაცია რომ გავიკეთე, საშინელებებს წერდნენ…“ - ლოლა წერეთელი
მომღერალი, ლოლა წერეთელი გადაცემაში „დღის პოსტი“ ამბობს, რომ სტილი, რომელიც მას აქვს, მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს.
„მე პატარა გოგო ხომ არ ვარ, მინდა ახალგაზრდა დავრჩე და ვიხულიგნო. კომფორტულად ვგრძნობ თავს, მე ამ სტილს ვირგებ…“ – ამბობს მომღერალი.
„შეიცვალა ის, რომ სარკეში ვიხედები და სხვა სახეს ვხედავ. თავიდან ცოტა გასივებულიც ვიყავი სახეზე, მქონდა პრობლემებიც. არ დამიმალავს არაფერი, მინდოდა ხალხს სცოდნოდა, რომ გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია, მინდა რომ ლამაზი ვიყო და დაიწყეს რაღაცების წერა, საშინელებებს წერდნენ, მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მადლობელი ვარ“, – ამბობს ლოლა წერეთელი.











