ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
„საქართველოს ხმის“ ერთ-ერთი მონაწილე, ქუჩის მუსიკოსი საბა ღურწკაიაა.
იგი ქუჩაში სიმღერის დროს მიღებული ემოციების შესახებ საუბრობს და ასევე იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს, როდესაც პირველად გაიგეს, რომ იგი ქუჩაში მღეროდა.
„მიწისქვეშა გადასასველში ვმღეროდი და მოულოდნელად დედაჩემმა გამოიარა. მკაცრი და ცივი მზერით მიყურებდა. სიმღერას რომ მოვრჩი მომიახლოვდა და მითხრა - აქ რა გინდაო. მახსოვს მაშინ ძალიან შემრცხვა. ერთი პასუხი მქონდა მხოლოდ - იმ საქმეს ვაკეთებ რაც მიყვარს.
მიუხედავად ოჯახის დამოკიდებულებისა, მე მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და მუსიკა ვერ დავტოვე. ვეცადე მამაჩემისთვისაც დამოკიდებულება შემეცვალა ქუჩის მუსიკის მხრივ. ყოველთვის ვიღებდი ვიდეოებს და ამან რაღაც პოპულარობა მომიტანა. ქუჩის მუსიკის ხმა ჩემს ოჯახამდეც მივიდა...“,- ამბობს საბა ღურწკაია.