„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1776964969
,,პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონის ერთ-ერთი სკანდალური მონაწილე თამარ ახალკაცი, რომელმაც პროექტი დისკვალიფიკაციით დატოვა, გადაცემა ,,ყველაზე ყვითელი გიორგი ნაზღაიძესთან ერთად" სტუმარი იყო. თამარმა თქვა, რომ საყვარელი ადამიანი პროექტის გამო დაშორდა და სოციალურ ქსელებში დაბლოკა. გარდა ამისა, მას ოჯახიც გაუნაწყენდა.
„მშობლებმაც შეწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა. მამა მოითხოვს და ფარ-ხმალს არ ყრის, რომ გადავიდე ბებოს გვარზე, რომელზეც სულ ვოცნებობდი. მას ვერც ვამტყუვნებ, „გრუზინი“ კაცია. არ იცოდა, რომ „პრაიმ ჰაუსში“ შევდიოდი, პირდაპირ გადაცემაში მნახა. ბავშვები ძალიან მგულშემატკივრობდნენ. კარგი იყო, დაბრუნდიო, მეუბნებიან, - ამბობს ახალკაცი.