1753214676
მონაკოს პრინცესა „ოსკარ დე ლა რენტას“ ვარდისფერ 4690 დოლარიან კაბაში - ფოტოები

მონაკოს სამეფო ოჯახი პრინცი ალბერტის ტახტზე ასვლის 20 წლისთავს განსაკუთრებული ოფიციალურობით აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან დღესასწაულზე პრინც ალბერტს გვერდში ედგა მისი მეუღლე, მონაკოს ელეგანტური პრინცესა შარლინი, ასევე მათი ტყუპი შვილები, პრინცი ჟაკი და პრინცესა გაბრიელა.
პრინცესა შარლინმა საზოგადოების ყურადღება კვლავაც მოიპოვა თავისი სტილითა და დახვეწილობით. ღონისძიებისთვის მან მოირგო ვარდისფერი, გიპიურის მაქმანებით გაფორმებული მიდი კაბა „ოსკარ დე ლა რენტას“ კოლექციიდან, რომლის ღირებულება 4690 დოლარია.
უსახელო კაბა წელზე თხელი ქამრითაა შეკრული და რთულად შესრულებული, ყვავილოვანი მაქმანებით არის დეკორირებული. ასიმეტრიული ხაზები კაბას განსაკუთრებულ ეფექტს სძენს და კიდევ უფრო ამძაფრებს შარლინის არისტოკრატულ შარმს.
თავისი „ლუქი“ პრინცესამ შეავსო თეთრი ტყავის ელეგანტური ფეხსაცმლით, რომელიც იტალიური ბრენდის, „ჯანვიტო როსის“ კოლექციას ეკუთვნის და 995 დოლარი ღირს. მონაკოს პრინცესა შარლინი კიდევ ერთხელ წარსდგა როგორც თანამედროვე სამეფო მოდის ეტალონი, ელეგანტური, კლასიკური და ამავე დროს გაბედულად გამორჩეული.