4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
მომღერალი ნუცა ბუზალაძე საახალწლოდ ამერიკიდან თბილისში ჩამოვიდა და დღესასწაულები ოჯახთან ერთად აღნიშნა. ბუზალაძე «იმედის დღის» სტუმარი იყო, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ცნობილია რომ ის 2025 წელს პროდუსერ დარენ პრინცზე დაინიშნა და ახლა ქორწილისთვის ემზადება. მისი და ამერიკელი პროდუსერის ლავ-სთორზე მომღერალმა გადაცემაში ისაუბრა.
პირველად დამინახა American Idol-ში და თვითონ შემეხმიანა, როგორც აგენტი. მომწერა და ერთ თვეში შევხვდით. რომ გამიცნო, ჩემი ადამიანობა მოეწონა ყველაზე ძალიან და ჩემი ამბავი, რაც მოვუყევი, საიდან დავიწყე და რას მივაღწიე. დააფასა ჩემი ჟინი და მებრძოლი ხასიათი. მისთვის, როგორც აგენტისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. რომ ინვესტიციას რაშიც ჩადებს, ამან გაამართლოს. მთავარია, რომ ზარმაცი არ იყო. მოეწონა ჩემი ხასიათი და ისიც, რომ თავადაც მორწმუნე ადამიანია. ებრაელია, მაგრამ მორწმუნე ადამიანია. ბევრ რაღაცაში თანხვედრა გვქონდა.

ამ შეხვედრის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.
ნუცას თქმით, დიდი ხნის შემდეგ მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
- საქართველო უკვე გაიცნო, აგვისტოში მყავდა. ძალიან მოეწონა დერენს ჩემი მეგობრები და ხალხი საქართველოში. ძალიან გულიანი ადამიანები არიანო. ძალიან მოეწონა ჩვენი სტუმარმასპინძლობა, საჭმელებზე ლაპარაკი აღარ მაქვს.

როგორც ბუზალაძემ გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, წყვილი ქორწილსაც გეგმავს. - მე მინდა ორი ქორწილი, აქაც და იქაც. იქაც ბევრი მეგობარი გვყავს და იქიდან აქ ყველა ვერ ჩამოვა. აქედან იქ ყველა ვერ წავა. ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა. სულ ცოტა ხნის წინ, ნუცამ პირად გვერდზე მორიგი სიახლე გაუზიარა მაყურებელს. ის "ნეტლიქფსის" რეალითი შოუს მონაწილეა. როგორც ნუცამ "იმედის" ეთერში განაცხადა, გაცნობამდე დარენის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.