თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
1773941078
თემურ ყვითელაშვილმა, გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან დაკავშირებული ემოციური და აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა. მუსიკოსმა ისაუბრა იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, რომელიც უწმინდესს მის შემოქმედებასთან ჰქონდა და გაამხილა, როგორ შეიქმნა პატრიარქისავე ავტორობით ცნობილი „ავე მარიას“ მისი ვერსია.
„როდესაც შენს ქვეყანაში შენს უწმინდესსა და უნეტარესს უყვარს შენი შემოქმედება, ამას სულ სხვა ფასი აქვს. მას უყვარდა ჩემი შემოქმედება, განსაკუთრებით გამოარჩევდა რამდენიმეს: ბახის არიას, ძალიან მოსწონდა შუბერტის „ავე მარია“ და განსაკუთრებით „დაისის“ უვერტიურა.
ერთ მშვენიერ დღეს მასთან სადილზე ვარ სტუმრად და მეუბნება: ერთი თხოვნა მაქვსო. დავიბენი და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვუთხარი – ყურადღებით გისმენთ, თქვენო უწმინდესობავ. ავე მარიას შეასრულებდიო? ვუთხარი, ავე მარია თქვენთვის არაერთგზის შემისრულებია-თქო. არაო, ჩემი ავე მარიაო. ვუთხარი, მიუხედავად ჩვენი ურთიერთობისა, მერიდებოდა თქვენთვის ეს მეთქვა-თქო. მე წარმომიდგენია, ძალიან მაგარი გამოვაო და ლოცვა-კურთხევა იმ წუთში მომცა ამასთან დაკავშირებით“,- გაიხსენა მუსიკოსმა.