Louis Vuitton-მა ბრილიანტის ქვების კოლექცია წარადგინა

ბრილიანტები

ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton-მა ბრილიანტის ახალი კოლექცია წარადგინა. LV Diamonds ასე ჰქვია კოლექციას და მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნაკეთობაა LV Monogram Star. ბრილიანტის ქვას Louis Vuitton-ის ბრენდირებისათვის დამახასიათებელი დეტალის  – მონოგრამული ყვავილის ფორმა აქვს.

Louis Vuitton-მა სამკაულების ხაზი ჯერ კიდევ 2023 წელს დააანონსა. სწორედ ამ პერიოდში ბრენდმა ნაკეთობების დიზაინში პირველად გამოიყენა LV Monogram Star. აღნიშნული ხაზი საქორწილო მოდელებისაგან შედგებოდა და ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა.

 

რაც შეეხება LV Diamonds-ის კოლექციას, ის მეტად მასშტაბური პროექტია. ძვირფასი ქვების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ვიდეოს სახით ნახონ პროცესი, თუ როგორ მუშავდებოდა მათ საკუთრებაში არსებული ბრილიანტი. გარდა ამისა, ბრენდი თითოეულ გაყიდულ ქვაზე უნიკალურ ციფრულ სერტიფიკატსაც გასცემს, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიით ბრილიანტის შესაბამისი ღირებულებითი გარანტი იქნება. ამგვარად,  Louis Vuitton-ის ბრილიანტის შეძენით, მომხმარებელი  არა მხოლოდ ფიზიკურად ძვირფასი ნივთის, არამედ ციფრული აქტივის მფლობელიც ხდება. 

 

ასევე ნახეთ:

სახლი მაჩუქა, რემონტითა და ავეჯით და მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე - კესარია აბრამიძე

VIDEO: როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე – კადრები გრანდიოზული იუბილედან