1773775962
კატებთან და ძაღლებთან ჩატარებულმა უჩვეულო ექსპერიმენტმა სასაცილო შედეგი აჩვენა
მეცნიერებმა შეისწავლეს, შეუძლიათ თუ არა კატებსა და ძაღლებს ადამიანების მიმართ ალტრუიზმის (სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურის) გამოვლენა. კვლევა უნგრეთის მეცნიერებმა ჩაატარეს.
ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ კატები, ძაღლები და 16–24 თვის ბავშვები. მეცნიერებმა ოთახში დამალეს უცხო ნივთი და შემდეგ პატრონი ან მშობელი შევიდა, რომელიც ნივთს თითქოს უშედეგოდ ეძებდა, თუმცა დახმარებას პირდაპირ არ ითხოვდა.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბავშვები და ძაღლები ხშირად ცდილობდნენ დახმარებას - მიდიოდნენ იმ ადგილთან, სადაც ნივთი იყო დამალული და ზოგჯერ პატრონს ან მშობელსაც აძლევდნენ მას. კატები კი, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესით აკვირდებოდნენ სიტუაციას, დახმარებას არ ცდილობდნენ.
კვლევის მეორე ეტაპზე დამალული იყო ცხოველების საყვარელი საჭმელი ან სათამაშო. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ძაღლები და ბავშვები, არამედ კატებიც მიდიოდნენ სამალავთან და მასზე მიუთითებდნენ.
მეცნიერების თქმით, ეს აჩვენებს, რომ კატებსაც ესმით რა ხდება, თუმცა ისინი ადამიანთან თანამშრომლობას ძირითადად მაშინ ამჟღავნებენ, როცა ამაში საკუთარი სარგებელი აქვთ. ამის მიზეზად მკვლევრები ასახელებენ იმასაც, რომ ძაღლები ისტორიულად ადამიანთან ერთად მუშაობდნენ, ხოლო კატები ადამიანთან უფრო დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ.











