ცნობილია, მარჯანიშვილზე მოკლული ქალის ვინაობა
1768464197
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ერთად შეასრულეს ჰიტი Golden სერიალიდან „კეი-პოპ დემონებზე მონადირეები“ და ჯგუფ BTS-ის სიმღერა Dynamite.
პოლიტიკოსების მოულოდნელი დუეტი იაპონიის პრეფექტურა ნარაში გამართული სამიტის დროს შედგა. შეხვედრის ბოლოს, რომელზეც იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავდნენ, ლიმ და ტაკაიჩიმ დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა გადაწყვიტეს.
ტაკაიჩიმ, რომელიც სტუდენტობისას ჰევი-მეტალ ჯგუფში დრამერი იყო, ლის მონდომება შეაქო. „პრეზიდენტმა დრამზე დაკვრა სულ რაღაც 5-10 წუთში ისწავლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.