ჰარი სტაილზმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს მანჩესტერის კონცერტის ბილეთები აჩუქა

ჰარი სტაილზი

ბრიტანელმა მომღერალმა, ჰარი სტაილზმა, თავისი ყოფილი სკოლის მოსწავლეებს მანჩესტერში დაგეგმილი თავისი ერთადერთი კონცერტის უფასო ბილეთები დაურიგა.

32 წლის მომღერალმა ბილეთები 50 მოსწავლეს გადასცა. თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა, თან კიდევ ერთი ადამიანი წაეყვანა, შესაბამისად, ბილეთების საერთო რაოდენობამ 100 შეადგინა.

ბილეთების მისაღებად​ განაცხადი ჩეშირში მდებარე Holmes Chapel-ის სკოლის სულ 600-მა მოსწავლემ შეიტანა. გამარჯვებულები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდნენ.

„როგორც ჰარის ყოფილი დირექტორი, ძალიან მოხარული ვარ, რომ მის გულში კვლავ დარჩა ადგილი თავისი ფესვების, სოფლისა და იმ სკოლისთვის, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა. ყველა იმ ოჯახის სახელით, რომელსაც ვემსახურები, დიდ მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ თავისი ძველი სკოლის ბავშვებს მისცა საშუალება, გამხდარიყვნენ იმ მოვლენის ნაწილი, რომელიც ზოგისთვის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება“, - განაცხდა სკოლის დირექტორმა, ნაიჯელ ბილბიმ, რომელიც ჰარის სწავლის პერიოდშიც ამ პოზიციაზე მუშაობდა.

დირექტორმა ასევე დაამატა, რომ ჰარის კარგად ესმის, რას ნიშნავს იყოს წარმატებული და, ამავდროულად, ინარჩუნებს პიროვნულ იდენტობას, პატიოსნებასა და სანდოობას.