„გამორჩეული წყვილი...“ - ქეთევან ხატიაშვილი მეუღლესთან ერთად მადრიდში ისვენებს

ქეთი ხატიაშვილი

2025 წლის 26 აგვისტოს, ტანმოვარჯიშე, ტელეწამყვან ქეთი ხატიაშვილსა და სპორტსმენ დავით კაჭარავას მეორე შვილი შეეძინათ. წყვილს პირველი შვილი ილია ჰყავს, გოგოს კი მარია დაარქვეს. ქეთი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად იგი გამომწერებს მეორე ნახევართან ერთად გადაღებულ კადრებს უზიარებს, რომელიც მადრიდშია გადაღებული. წყვილი შესანიშნავად გამოიყურება და კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ძალიან კარგი წყვილი“. „ბედნიერი დღეები გქონდეთ მუდამ“, „ანათებთ“, „გამორჩეული წყვილი ხართ“, - წერენ კომენტარებში.