„ეს ლექსი იმხელა იმედის მომცემი იყო…“ – ლიკა გაგნიძე უმძიმეს პერიოდში აღმოჩენილ ვიდეოს აქვეყნებს

ლიკა გაგნიძე

ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელიც საზოგადოებამ სიმსივნესთან ბრძოლისას გაიცნო და ახლაც მედგრად უპირისპირდება ამ სენს, სოციალურ ქსელში 2024 წელს გადაღებულ კადრებს აზიარებს.

ვიდეოში ის იმ ემოციასა და იმედზე საუბრობს, რომელიც მას ყველაზე რთულ დროს, ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას, პატრიარქის სიტყვებმა მისცა.

„2024 წლის ვიდეოა. მაშინ ქიმიებს ვიკეთებდი და ეს ლექსი, რომელიც მოულოდნელად აღმოვაჩინე სახლში, იმხელა იმედის მომცემი იყო… პატრიარქი “, – აღნიშნავს ლიკა გაგნიძე.

ცნობისთვის, ლიკა გაგნიძემ, რომელმაც სიმსივნე ერთხელ უკვე დაამარცხა, ბრძოლა თავიდან დაიწყო. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი ხელმეორედ დაუსვეს.