ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღით დააკავეს
1779185035
მომღერალი ზურა ხაჩიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ თავისი ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძისა და მამობის შესახებ საუბრობს.
როგორც ზურა ხაჩიძე აღნიშნავს, მამობამ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა და უფრო მეტად ჩამოაყალიბა როგორც ადამიანი.
„მამისთვის განსაკუთრებით გოგო არის სხვა ენერგია, სხვა სითბოს გაძლევს. თავიდან ცოტა გამიჭირდა ამის აღქმა, პატარა ვიყავი, 26 წლის. რა თქმა უნდა, შვილი დიდი პასუხისმგებლობით მივიღე, მაგრამ წლების განმავლობაში შენ თვალწინ რომ იზრდება, შენს ხასიათს ატყობ, შენს გამოხედვას ატყობ, შენ მიმართ ნდობას ატყობ და რაღაცნაირად დაცულად გრძნობს თავს შენთან, ეს გაძლიერებს, როგორც მამას, გზრდის და გაყალიბებს მამაკაცად“, – ამბობს ზურა ხაჩიძე.
მისივე თქმით, ანასტასია ეკრანზე გამოჩენასა და შოუბიზნესს ერიდება, თუმცა ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული გოგოა.
„ანასტასია სხვანაირი ბავშვია, არ უყვარს შოუბიზნესი და ეკრანზე გამოჩენა. ახლახან დაამთავრა კოლეჯი ლონდონში, სადაც თავისი ნიჭით მოეწყო და ახლა სწავლა უნდა გააგრძელოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს“, – აღნიშნავს მომღერალი.