„დაწერეს, რომ დავოჯახდი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი პაპავა

გიორგი პაპავა

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის ყოფილი მონაწილე, გიორგი პაპავა მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„მეგობრებო, ვინც არ იცით, ახლა მაქვს ჩემი ახალგაზრდული ორგანიზაციის 3-დღიანი ტრენინგ ტური, საიდანაც FB ჯგუფებმა და გვერდებმა აიღეს ფოტოები და დაწერეს, რომ დავვოჯახდი, რაც რა თქმა უნდა სრული აბსურდია, გუშინ ამ ჭორზე ვიხუმრე და მადლობა გადაგიხადეთ, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი ვერ მიხვდა ხუმრობას.
იმის მიუხედავად, რომ „პრაიმ ჰაუსის“ „საჭორაო“ ყველა ჯგუფი დავტოვე, ხალხს ფანტაზია მაინც არ ელევა, ხოდა მეგობრებო, 2 კვირაში ვტოვებ ქვეყანას, სადაც ყოველი შემხვედრი „პრაიმ ჰაუსზე“ საუბარს არ დამიწყებს და ამ რაღაც საჭორაო ჯგუფებშიც მიზეზები აღარ მოგეცემათ პოსტებისთვის.

ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის „პრაიმ ჰაუსი“ იყო ძალიან კარგი გამოცდილება, რომელიც ყოველთვის კარგად გამახსენდება.

უბრალოდ, ხალხისთვის რთულია ამ ყველაფრიდან გამოსვლა, მაგრამ ყველაფერს აქვს საწყისი და სასრული  გავერთე, ახალგაზრდული სურვილები დავიკმაყოფილე და დავასრულე.

დროა, გავაგრძელო ის ცხოვრება, რომელიც „პრაიმ ჰაუსამდე“ მქონდა და დაგიბრუნდეთ ხოლმე კარგი სიახლეებით. 

პ.ს OFG კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას და ახალგაზრდებს უამრავ კარგ პროექტებს გპირდებით, სულ მალე გვექნება ევროპის ქვეყნებში Erasmus + პროგრამები სრულიად უფასოდ,“ - წერს პაპავა.