1751921238
„ჩემი ქორწინება დამთავრდა, შეიძლება მამაკაცმა ეს სიტყვებით ვერ გამოხატო, მაგრამ შინაგანად განგრევს - აჩიკო ბერიძე პირადზე

მომღერალი აჩიკო ბერიძე მეუღლესთან დაშორების შესახებ ჟურნალს „სარკესთან“ საუბრობს.
მისი თქმით, ოჯახის დანგრევა რთული, თუმცა მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მაინც შეძლეს.
„სამწუხაროდ, ჩემი ქორწინება რამდენიმე წელიწადში დამთავრდა, ჩვენ დავცილდით ერთმანეთს. ორი ვაჟკაცი მეზრდება, 5 წლის ნიკოლოზი და 4 წლის ლევანიკო. მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ეს აუცილებელია, ბავშვებმა ტრავმა რომ არ მიიღონ. ბაღიდანაც გამომყავს და ჩემთანაც არიან ხშირად. მხოლოდ გასტროლების დროს მენატრებიან, დანარჩენ დროს ყველაფერში ჩართული ვარ. ჩემთვის მთავარია, შვილები კარგ ადამიანებად, ჯანსაღ მოქალაქეებად აღვზარდო.
ოჯახის დანგრევა რთულია. შეიძლება მამაკაცმა ეს სიტყვებით ვერ გამოხატო, მაგრამ შინაგანად განგრევს, წამალი ჩემთვის ისევ და ისევ სიმღერაა. მომავალ ოჯახზე საუბარი ნაადრევია. დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება“, - ამბობს აჩიკო ბერიძე.