„აუცილებელი არ არის, ზოგჯერ ყველაფერს თავისი სტატუსი მივცეთ...“ - რას ამბობს გიორგი პაპავა ვიკი ბარბაქაძესთან ურთიერთობაზე

ვიკი გიორგი

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის ყოფილი მონაწილეები, ვიკი ბარბაქაძე და გიორგი პაპავა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან. მათი გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ერთმანეთთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ, თუმცა, ისინი ამაზე არ საუბრობენ.

გიორგის თქმით, კითხვების უმეტესობა ვიკიზეა.

„რა თქმა უნდა, კითხვების ნახევარი ვიკიზეა. არასდროს, არც ერთს გვითქვამს, რომ წყვილი ვართ. უბრალოდ, ხალხს არ გჯერათ ჩვენი და ილუზიას იქმნით. აუცილებელი არ არის, ზოგჯერ ყველაფერს თავისი სტატუსი მივცეთ. როგორც ვართ, ძალიან კარგად ვართ. ცხოვრებაში ორივეს ჩვენი გზა გვაქვს და ერთმანეთის წარმატება ყოველთვის გაგვიხარდება,“ - წერს პაპავა.