„არასდროს გატკენ! მე ყოველთვის შენთან ვიქნები...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თი მაჭავარიანი

თი მაჭავარიანი

თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„ეს მაშინ წაიკითხე, როდესაც იგრძნობ, რომ თავს კარგავ.

პირველ რიგში, იცოდე, რომ შენ ამაზე ბევრად მაღლა დგახარ!
გაიხსენე, რა გზის გავლა მოგიწია იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყავი...
დედამიწის ზურგზე არავის მისცე უფლება, გული გატკინოს ან იმედი გაგიცრუოს!
შენც ხომ იცი, რომ ყველაზე ნაყოფიერი მაშინ ხარ, როდესაც ხელის შემშლელი ფაქტორი არ გყავს გვერდით! 
ვინც შენს ღირებულებებს ვერ ხედავს და არ აფასებს, ის შენი ღირსი არ არის!
გაიხსენე, როდის ხარ ყველაზე ბედნიერი და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ გამუდმებით ეს გრძნობა გავსებდეს!

შენ იცი, ეს ვიდეო რასაც ემსახურება? ჰოდა თინათინ, თავი მაღლა! შენი თავის იმედი გქონდეს, ჩემი იმედი! მე არასდროს მიგატოვებ, მე არასდროს გატკენ! მე ყოველთვის შენთან ვიქნები.

ჩემი ცხოვრების მესამე ეტაპს ამ მოკლე კლიპით ვხსნი“, - წერს თი მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

სიძემ ქორწილში პატარძალი და სამი ადამიანი მოკლა - რა ინფორმაცია აქვს პოლიციას საბედისწერო ქორწილზე (უცხოეთი)

„მთელი სამყარო, რომ თქვენ წინააღმდეგ იყოს...“ - რას წერს ანა ქურდაძე

ავარია თემქაზე - კადრები შემთხვევის ადგილიდან

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ti Machavariani (@ti_machavariani)