„ანას შესთავაზეს გარიგება...“ - თაიას სკანდალური განცხადება

თაია

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე თაია ჭიჭინაძე ამბობს, რომ ანას გულშემატკივრების უკან, მისი ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრი დგას. 

„პროექტში შემოსვლის დღიდან ვამტკიცებ იმას, რომ ანა რეიტინგს იწერს ჩემი პირადი ცხოვრებით. ამის რეალური მიზეზი თურმე მე არ მცოდნია. როცა გავედი გარეთ, ვნახე, რომ ანას საგულშემატკივრო ჩატებს მართავს ჩემი ყოფილი მეუღლის ახლანდელი ოჯახის წევრი.

ყველამ კარგად იცის, რომ ეს გოგონა არის მანიპულატორი, ყველა გამოვყავართ წყობიდან და ბოლოს თვითონ გამოდის მართალი. მართლა შემოიკრიბა დიდი გულშემატკივრების არმია, ხმების იმ რაოდენობის უკან, რაც მას შემოუვიდა, დგანან ჩემი ყოფილი მეუღლის ავტოკლიკერები - ბევრ მონაწილეს, ისევე, როგორც ანას, შესთავაზეს გარიგება, რომ ჩემი გაშავების ხარჯზე ისინი დაუჭერდნენ მხარს და დაუდგებოდნენ უკან...“, - ამბობს თაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „არაფერი დამიშავებია...“ - ანა ქურდაძე მიმართვას ავრცელებს

„ახლა მარტო ხარ და არ გაგიჭირდება?“ - თი შვილთან ემოციურ დიალოგს ავრცელებს

VIDEO: „ადამიანად რომ დარჩე და ჩემი ყოფილის ოჯახს არ გაურიგდე, არა?!“ - თაია ანას უპირისპირდება