შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                ნუკი კოშკელიშვილი ორსულადაა.
მოდელი და მისი მეუღლე ბენ ჩეიმი სასიხარულო ინფორმაციას გამომწერებს უზიარებენ.
წყვილი მეორე შვილს ელოდება.
„ნუკი, რატომ აღარ დებ ლუქების ვიდეოს? ნუკი, ცოტა მომატებული მეჩვენები… რაღაც იმდენ სთორის აღარ დებ…“ ამჯერად, დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა.
როგორც იცით, წინა ორსულობა მოგვეშალა, ამიტომ ამ ჯერად ძალიან ვფრთხილობდით და მაქსიმალურად გავწელეთ ამის გამოაშკარავება. ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის და ამდენი სითბოსთვის, მაპატიეთ, თუ ყველას სათითაოდ პასუხს ვერ გცემთ“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
მოდელი და ტელეწამყვანი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და გულშემატკივრებს ხშირად ანებივრებს საკუთარი ამბებით.
