იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1759744303
ახალ ზელანდიაში კატებისა და ძაღლების პატრონებმა შინაური ცხოველებისთვის „ღვინის“ ყიდვა დაიწყეს. როგორც Daily Mail იტყობინება, სასმელს ღვინის კომპანია Muttley’s Estate უშვებს, რომელმაც ალკოჰოლი კატის პიტნის ნაყენით ჩაანაცვლა.
მწარმოებლის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სასმელი მზადდება ქვეყნის მზიან რაიონებში მოყვანილი პიტნისგან. შემადგენლობაში ასევე შედის წყალი და კონსერვანტები. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს „ღვინო“ ცხოველებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება, მაგალითად, ჭექა-ქუხილის, ფოიერვერკების ან ვეტერინართან ვიზიტის დროს.
ბრენდის წარმომადგენლების თქმით, კატის პიტნა შეიცავს ნაერთ ნეპეტალაქტონს, რომელიც ცხოველებში მოდუნების შეგრძნებას იწვევს. მწარმოებლების აზრით, სასმელს შეუძლია ცხოველის განწყობის გაუმჯობესება, მადისა და საჭმლის მონელების სტიმულირება, ასევე მწერების დაფრთხობა.
150 მილილიტრიანი ბოთლის ღირებულება 12.99 ახალზელანდიური დოლარია. ასეთი ბოთლი დაახლოებით სამ პორციას შეიცავს. შინაური ცხოველებისთვის რამდენიმე სახეობის სასმელს გვთავაზობენ: Chapawgne, Purrno Noir, Sauvignon Bark, Proseccat, Pawt, Cabarknet და Meowsè.
იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1759744303