2022 წლის მოდური ტრენდები, რომლებიც ყველასთვის არაა განკუთვნილი

moda

 თანამედროვე მოდის შესახებ უცხოური გამოცემა fashion ball საკმაოდ უცნაურ ტრენდებს აქვეყნებს, რომლებსაც მოდის მიმდევრები  აქტიურად განიხილავენ. 

თუ ფეხზე პედიკიურის გაკეთება ვერ მოასწარით, გული არ დაგწყდეთ, ეს ფეხსაცმელი ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი:

თუ სითბოც გიყვართ და ფუმფულა სათამაშოებიც, მაშინ ეს ქურთუკი თქვენთვისაა. 

თუ ოცნებობთ, რომ ცხოვრებაში ირმისებური ნახტომის გაკეთება შეძლოთ, ნახეთ ჩლიქი-ფეხსაცმელი. 

თუ ოდესმე ვინმეზე ისე გაბრაზებულხართ, რომ ოპონენტის კბილების ხელში დაჭერა გდომებიათ, მის ან მათ სახელზე ბეჭედი პროთეზი შეიძინეთ და ხელს ხშირად დახედეთ. 

გიყვართ ბუნება, წყალი და თევზები, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ გადიხართ? საყურის მეშვეობით ეზიარეთ ბუნების სასიამოვნო წიაღს... 

გჭირდებათ ორთოდონტის დახმარება, ე.წ. ბრეკეტები და ამავე დროს, ბრენდს პატივს სცემთ? მაშინ, შანელის ნიშნით დამზადებული ბრეკეტები თქვენთვისაა. 

ბარბი თქვენი ბავშვობის საყვარელი სათამაშოა, რომელსაც ვერ ელევით, თან კოლიეს ტარება გხიბლავთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ? ბარბის გრძელი, ხშირი თმისგან ნაწნავები გააკეთეთ და ყელსაბამად აქციეთ... 

ცხოვრების ჯანსაღ წესსაც მისდევთ და იმისთვის, რომ მისდიოთ არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება გიჭირთ? ორი ერთში - ნახეთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სპორტული შარვალი ერთად როგორ გამოიყურება. 

გრძელი ცხვირი და ენა - თუ ვინმე ნერვებს გიშლით, მუდამ თქვენს საქმეში ერევა და გინდათ, ასეთი ადამიანი აკონტროლოთ, მის ნაცვლად თან ეს უცნაური  ზაფხულის ფეხსაცმელიც ატარეთ. 

თუ თავს მარტო გრძნობთ და ვინმესტან ერთად ხელიხელ ჩაკიდებული გინდათ სეირნობა, მაშინ მობილური ტელეფონის ეს ე.წ. ქეისი შეიძინეთ... 

სანაპიროზე გეჩქარებათ და თან ხელჩანთის წაღება არ გსურთ? სასურველი თანხა მაშინ, ამ რეზინის ფეხსაცმელზე დამაგრებულ საფულეში მოათავსეთ, ჩაიკუზეთ, ამოიღეთ და დახარჯეთ...