ზოდიაქოს ამ ერთი ნიშნისთვის საუკეთესო პერიოდი დგება, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება
1750572720
რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველებმა არგენტინა გაანადგურეს.
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფის მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრებთან ჩაატარა და 20:0 გაიმარჯვა.
საქართველო-არგენტინა 20:0
ლელო – ხორბალაძე, ხონელიძე
გარდსახვა – ხუციშვილი (2)
ჯარიმა – ხუციშვილი (2)
თამაში არგენტინელების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ქართველი მორაგაბეები ძლიერ მეტოქეს კარგად დაუდგნენ და თანდათნ თამაშიც გაათანაბრეს. მე-18 წუთზე ლუკა ხორბალაძემ კარგად ისარგებლა არგენტინელების შეცდომით, ლელოს დადებაც მოახერხა, რომელიც პეტრე ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.