1750577424
კაია კალასი - ირანს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიმუშაოს ბირთვული იარაღი, რადგან ეს იქნება საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის

ირანს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიმუშაოს ბირთვული იარაღი, რადგან ეს იქნება საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
კალასი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. მისი ცნობით, შექმნილ სიტუაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს განიხილავენ.
„ირანს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიმუშაოს ბირთვული იარაღი, რადგან ეს იქნება საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შექმნილ სიტუაციას ხვალ განიხილავენ“, – დაწერა კაია კალასმა.
Iran must not be allowed to develop a nuclear weapon, as it would be a threat to international security.
— Kaja Kallas (@kajakallas) June 22, 2025
I urge all sides to step back, return to the negotiating table and prevent further escalation.
EU Foreign Ministers will discuss the situation tomorrow.