წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები ცნობილია

ლამინ იამალი

ფრანგულმა გამოცემა France Football-მა „კოპას პრიზზე“ (Kopa Trophy) 2025 წლის ნომინანტები გამოაცხადა. ეს არის ყოველწლიური ჯილდო, რომელსაც საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელს გადასცემენ.

2025 წლის „კოპას პრიზის“ ნომინანტები:

მაილს ლუის-სკელი („არსენალი“/ ინგლისი), როდრიგო მორა („პორტო“/პორტუგალია), ჟოაო ნევეში (პსჟ/პორტუგალია), ლამინ იამალი („ბარსელონა“/ესპანეთი), კენან ილდიზი („იუვენტუსი“/თურქეთი), აიუბ ბუადი („ლილი“/საფრანგეთი), პაუ კუბარსი („ბარსელონა“/ესპანეთი), დეზირე დუე (პსჟ/საფრანგეთი), ესტევაო („ჩელსი“/ბრაზილია), დიუნ ჰუისენი (მადრიდის „რეალი“/ესპანეთი).2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 სექტემბერს გამოვლინდება.