სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლამინ იამალი დაასახელა

ლამინ იამალი

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) წლის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი დაასახელა.

CIES-მა გამოაქვეყნა ბოლო ერთი წლის პერიოდში (2024 წლის 22 სექტემბრიდან მოყოლებული) 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია.

რეიტინგი, რომელსაც ეწოდება „ოქროს ბურთი CIES-სგან“, შედგენილია რამდენიმე კატეგორიაში (დარტყმების რაოდენობა და ეფექტურობა, დასარტყმელი პასების რაოდენობა, წარმატებული ფინტები, ჰაერში თამაში, მოგებული ორთაბრძოლები და ა.შ.) მონაცემების მიხედვით. ასევე გათვალისწინებული იყო მატჩების დონე და შედეგები.

მაქსიმალური ქულა (100-დან 100) ლამინ იამალმა მიიღო...

ხვიჩა კვარაცხელია 25-ე ადგილზეა, „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ 23-ე ადგილი დაიკავა, კრიშტიანო რონალდო („ალ-ნასრი“) სიაში ვერ მოხვდა.