რას ამბობს ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მარცხის შემდეგ
1757263552
საქართველომ მალთაყვაში, წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირს „პროტური ფოთი - 2025“ უმასპინძლა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირის წარმატებით ჩატარებამ საფუძველი შექმნა, რომ საქართველომ საერთაშორისო ფედერაციაში განაცხადი შეიტანოს 2026 წელის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულები დააჯილდოვა. შეჯიბრებები ჩატარდა ხტომასა და სლალომში.
ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ - საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაცია (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“.
წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში 2023 წლიდან აქტიურად ვითარდება.ეს ყველაფერი 1978 წელს დაიწყო, როდესაც მალთაყვის ტყე-პარკის „ოქროს ტბაზე“ წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ფოთში 1991 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათ შორის გახლდათ გენადი გურალია, რომელმაც უკვე 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურის წოდება მიიღო.