1757274546
რას ამბობს ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მარცხის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველომ ბულგარეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია ნ ილიევმა კომენტარი გააკეთა.
„თამაში საქართველოზე კარგად დავიწყეთ. ვიცოდით, რომ ისინი განერვიულებულები იქნებოდნენ, რადგან წინა თამაში წააგეს. პირველი გოლის დროს, მათ საჩუქარი გავუკეთეთ. მიუხედავად ამისა, ვიცით საქართველოს ნაკრების მაღალი ხარისხი.
სამწუხაროდ, გვქონდა ინდივიდუალური შეცდომები. როდესაც ასეთ რთულ მეტოქეს ეთამაშები, ასეთი შეცდომების შემდეგ, აუცილებლად დაისჯები. ვფიქრობ, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, პირველივე ტაიმში მეორე გოლი აღარ უნდა გაგვეშვა. ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ასევე დღეს არ გვყავდა ის მოთამაშეები, რომლებმაც ესპანეთთან კარგად ითამაშეს. ნახევარდაცვაში ბევრი ცვლილება იმის გამო გვქონდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა ფიზიკური ძალები სწრაფად ვერ აღიდგინა. მაგალითად, ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ვერ ითამაშებდა.
აქედან გამომდინარე, ფორმაცია შევცვალეთ და საკუთარი თამაში სხვანაირად დავგეგმეთ. ხვიჩა კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია და ტოპ დონეზე თამაშობს. მან მინდორზე არაერთი საოცარი რამ გააკეთა. ბულგარეთში გვყავდა ადრე მისნაირი ფეხბურთელები, მაგრამ სამწუხაროდ ახლა აღარ გვყავს. მომავალში იმედი მაქვს გვეყოლება.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს. ჯვაროსნები შემდეგი ტურის მატჩს 11 ოქტომბერს, სტუმრად ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.