1760127775
„სანამ ერთი პროცენტი მაინც გვაქვს შანსი, რომ გავიდეთ ამ ჯგუფიდან, ყველაფერს გავაკეთებთ ბიჭები“ - ხვიჩა კვარაცხელია

„სანამ ერთი პროცენტი მაინც გვაქვს შანსი, რომ გავიდეთ ამ ჯგუფიდან, ყველაფერს გავაკეთებთ ბიჭები. ვიცით რა მნიშვნელობის თამაშებია და იმედი მაქვს ყველაფერს ისე გავაკეთებთ და შევასრულებთ როგორც მწვრთნელი დაგვავალებს და სასიკეთოდ დასრულდება ჩვენთვის“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 11 ოქტომბერს, ელჩეში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.