საფრანგეთის თასის ფინალში კვარაცხელიას უთამაშებლობა, შესაძლოა, ლუის ენრიკეს ხრიკი იყო, მაგრამ „ინტერთან“ მისი არყოფნა პსჟ-სთვის დიდი დარტყმა იქნება - იტალიური გამოცემა

კვარაცხელია

„რეიმსთან“ საფრანგთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის პრობლემის გამო დააკლდა, მაგრამ ეს, შესაძლოა, ლუის ენრიკეს ხრიკიც იყო – ამის შესახებ გამოცემა Sempreinter-ი წერს.

„31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. ეჭვგარეშეა, რომ ამ სეზონში ეს ორი საუკეთესო გუნდია. ლიგა 1-ის ჩემპიონობის შემდეგ, პსჟ-მა საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტული მოიგო.

პარიზელები ფინალს კარგი განწყობით ელოდებიან და თავდაჯერებულნი არიან. თუმცა, ერთი პრობლემა მაინც შეექმნათ – თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშა, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ლუის ენრიკემ თამაშიდან გაათავისუფლა. ეს შეიძლება უბრალოდ პსჟ-ის მწვრთნელის ხრიკიც იყო. თუმცა, თუ კვარაცხელია „ინტერთანაც“ ვერ ითამაშებს, ეს საფრანგეთის ჩემპიონისთვის ნამდვილად დიდი დარტყმა იქნება“.შეგახსენებთ, რომ  ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.