1758568351
„როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, პირველი, რაც გამახსენდა, საქართველო იყო...“ - კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის რამდენიმე ნაწყვეტიც DAZN-მა გაავრცელა.
ქართველმა ფეხბურთელმა საინტერესო თემებზე ისაუბრა და ლიგა 1-მა ვილი სანიოლის კომენტარიც შემოგვთავაზა.
„ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ფეხბურთის თამაში მაბედნიერებს. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავიხდინე და ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთელების ვიდეოები არ იდო ხოლმე. დედაჩემს მამაჩემის თამაშის კასეტები ჰქონდა შენახული და რომ ვნახულობდი როგორ გოლებს იტანდა, ჩემთვის რაღაც სასწაული იყო. მეგონა, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, პირველი, რაც გამახსენდა, საქართველო იყო, რადგან ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო. საქართველოს ნაკრებსა და პარი სენ-ჟერმენში თამაში ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს, რასაც მოედანზე და მის მიღმა ვაკეთებ, მთელი ყურადღებით აკვირდებიან და მინდა, ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო“, - განაცხადა კვარაცხელიამ.