1692302192
რაფაელ ნადალი მეორე შვილის მამა გახდა

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონს რაფაელ ნადალს და მის ცოლს მარიას ვაჟი შეეძინათ, – იტყობინება გამოცემა Ultima Hora.
წყაროს ცნობით, ბავშვი 7 აგვისტოს გაჩნდა და მარიამ უკვე დატოვა სამშობიარო.
რაფაელი და მარია 2019 წელს დაქორწინდნენ. 2022 წლის ოქტომბერში მათ პირველი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც მამის საპატივცემულოდ რაფაელ-უმცროსი დაარქვეს.
რაფაელ ნადალმა კარიერა 2024 წელს დაასრულა. 39 წლის ესპანელმა ATP-ის დონეზე ერთეულებში 92 ტიტული მოიგო. ასევე ნადალს ოლიმპიადებზე ორი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.