ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე სროლის დროს სამი ადამიანი დაიჭრა

სროლა

ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 17 წლის ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი შუაღამისას მოხდა. გამოცემის ცნობით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილები არიან: 18 წლის გოგონა, რომელსაც ტყვია კეფაში აქვს მოხვედრილი, 19 წლის ბიჭი და 65 წლის ქალბატონი, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ფეხში აღენიშნება.

სამივე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციის განცხადებით, მათ დაკითხვაზე ერთი ადამიანი ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა ოფიციალურად ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.