ქართველი ძიუდოისტები სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

ქართველი ძიუდოისტები

ქართველი ძიუდოისტები საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე წარმატებულმა სპორტსმენებმა სტუდენტების დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური და ეთერ ასკილაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სპორტის მინისტრის მოადგილე.